პროექტი: ,, ჩემი თიანეთი ''
პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1-2 წინადადებით: ,,აწმყო შობილი წარსულსაგან
მშობელია მომავლისა''
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია , რადგან ხელს შეუწყობს მოსწავლეების
ისტორიით დაინტერესებას და მათში პატრიოტული გრძნობის გაღვივებას.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეიძინონ კვლევის , ინფორმაციის მოძიების, ანალიზის, შეფასების და ახალი ინტელექტუალური პროდუქტის შექმნის კომპეტენციები. პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ და შეიყვარონ თავისი
კუთხე და ქვეყანა.
მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი.
ვადები / ხანგრძლივობა: 3 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტო,ვიდეო
მასალა, თეორიული მასალა , ჩანახატები, ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები და
ა.შ
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ისტორიული ლიტერატურა რაიონზე,
როგორც წიგნებიდან მოძიებული , ასევე ინტერნეტიდან, ეთნოგრაფიული მასალა,
რაიონის რუკა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატები, ფოტოაპარატი , ვიდეო-
აპარატი , კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ა). ჯგუფის შედგენა
ბ). გეგმის შემუშავება
გ) . ფუნქციების განაწილება ჯგუფის წევრთა შორის .
დ). თეორიული მასალის მოძიება.
ე). ექსკურსიები რაიონის ღირშესანიშნავ ადგილებში.
ვ) ეთნოგრაფიული მასალის , მათ შორის ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების
შეგროვება.
ზ). პოეზიის საღამოს მოწყობა.
თ). მოძიებული მასალის დამუშავება ისტ-ის დახმარებით და გამზადება პრეზენტაციისთვის.
ი) საჯარო პრეზენტაცია და შეფასება.
კ) პროექტის მასალების განთავსება ინტერნეტსივრცეში.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია, გეოგრაფია, ქართული ლიტერატურა, ხელოვნება, ისტ.
პროექტის ხელმძღვანელი: ისტორიის მასწავლებელი თინა ზარიძე.
ხელმძღვანელის ელ- ფოსტა: tinazaridze9@ gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი : tinazaridze9.blogspot.com